Tuesday, May 18, 2010

ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან



არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც, გადავწყვიტე ვთარგმნო და ბლოგზე განვათავსო ინტერვიუები დიდ რეჟისორებთან, მათი წერილები, კრიტიკა და ასე შემდეგ.
არც პროფესიონალი მთარგმნელი ვარ და არც კინო-კრიტიკოსი, ჯასთ ისე.
გადავწყვიტე დავიწყო ოთარ იოსელიანით, მისმა ფილმმა ”მთვარის ფავორიტებმა” 1984 წელს ვენეციის კინო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა.
ინტერვიუ სწორედ ამ ფილმის შესახებაა , (თუმცა არა მარტო , რა თქმა უნდა) და სწორედ ვენეციაში 1984 წელს. მიხუედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმები, ძალიან საინტერესო ინტერვიუა, თანაც ჩემი აზრით ”მთვარის ფავორიტები” მისი ”ფრანგული პერიოდიდან” საუკეთესო ფილმია. სანამ მის ახალ ფილმს ვნახავთ, რომლის პრემიერაც წელს კანშია, მანამდე გადავხედოთ მის ძველ შემოქმედებას.

თქვენს უკანასკნელ ფილმს უცნაური სახელი ჰქვია, ”მთვარის ფავორიტები”. როდესაც ამზადებთ ფილმს, სათაური უკვე მოფიქრებული გაქვთ თუ ეს მოგვიანებით ხდება?

სათაურს ყოველთვის ვირჩევ მონტაჟის დასრულების შემდეგ, ხანდახან უფრო გვიანაც კი. გადაღებამდე სათაურის მოძებნა ნახევარი საქმეა, მაგრამ მე არასდროს მისარგებლია ამით. იმის გამო რომ  ეს ფილმი არის ქურდობაზე, სათაურის მოპარვა გონივრული  მგონია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მე არ მომწონს . ეს ძალიან ფსევდო-რომანტიკული, ფსევდო-პოეტურია.  რამე უკეთესი მინდოდა, მაგრამ დრო აღარ იყო და ფილმი პრემიერისთვის მზადდებოდა.

 ”მთვარის ფავორიტებს” მივაგენი, როდესაც ჩემს ქალიშვილს ვეხმარებოდი გამოცდებისთვის . ეს ჰენრი IV-ეა  პირველი ნაწილი, Let us be Diana's foresters, gentlemen of  the shade, minions of

the moon; and let men say we be men of good government, being governed, as

the sea  is, by our noble and chaste mistress the moon, under whose countenance

we  steal.' (შექსპირის თარგმნას ნუ მომთხოვთ, წიგნი ახლოს არ მაქვს)  მერჩივნა ორ სათაურიანი , როგორიცაა ”'Douze Voleurs  ou  les

favoris de la  lune', რომელიც პოეტურ ასპექტს დაწევდა დაბლა და ხაზს გაუსვამდა იმ ფაქტს, რომ  ფილმი კომედიურია. საერთოდაც, საერთაშორისო სათაური უნდა ყოფილიყო ”ფრანგული კომედია”.

ამ ფილმზე  საქარეთველოში დაიწყეთ ფიქრი?
დიახ,  მთხოვეს გამეკეთებინა ფილმი იტალიური ტელეკომპანია ”რაისთვის”.  მე მქონდა  ამბავი, სადაც განსხვავებული ბედ-იღბალი კვეთდა ერთმანეთს.  დავწერე თავდაპირველი 23 გვერდიანი სამუშაო ვერსია, რომელიც დღეს ფილმში წარმოდგენილი ამბის ძირითადი არსი იყო. როდესაც ჩემი იტალიური დაფინანსება  ჩაიშალა, Gaumont (ფრანგული კინო კომპანია)  მოვიდა და ითხოვა პროექტი.ვანახე სამუშაო ვერსია. ვერ გაუგეს თავი და ბოლო. მთხოვეს გამეკეთებინა სამ გვერდიანი სინოფსისი, გამომეხატა ვის ვინ უყვარს, ვინ ვის უპირისპირდება და ვინ კვდება. მე მაგის თავი არ მქონდა.მაგრამ მერე, პიერ-ადნრე ბუტანმა წარმადგინა სცენარისტ ჯერარ ბრაკთან. და დავიწყეთ ერთად მუშაობა. მან   ძალიან ჩემი ამბის  იმპრესიონისტული მონახაზი წარმოადგინა. The Avance sur Recettes-მა  დაიწუნა, მაგრამ გვთხოვა წარმოგვედგინა მეორე მონახაზი. მე და ჟერარი კვლავ ჩავუჯექით. საბოლოოდ, მივიღეთ გრანტი. მერე წარმოვადგინეთ მესამე მონახაზი და  დავხატეთ კადრები, 320 სკეჩისგან შედგებოდა, ამას ყოველთვის ვაკეთებ.
სიუჟეტის სტრუქტურა არ შეცვლილა რედაქტირებისას. გარდა იმისა რაც სცენებიც შევამოკლეთ, ხანგრძლივობის შესამცირებლად. მე ძალიან ფრთხილად ვიღებდი ამ სცენებს , რომ შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, მათი ამოჭრა შესაძლებელი ყოფილიყო.  ყველაფერი დახატულია დეტალებში, მსახიობებისა და კამერის მოძრაობები. სანამ დავიწყებ გადაღებას, ყველაფერი უნდა გამოიხატოს, გადაღება  ძალიან დაძაბული იყო,  ცხრა კვირაში  ბევრი რამ იყო გასაკეთებელი.

თქვენ გადაღებამდე ერთი წელი პარიზში ცხოვრობდით. ეს დაგეხმარებოდათ შესაფერისი ადგილების მოძებნაში.


მე ამ მასალის წერა ორი წლის წინ დავიწყე. მაგრამ  ძალიან უცნაურად მიწევს მუშაობა . თვეების განმავლობაში არაფერი ხდება, მერე უცებ ყველაფერი მოეყრება კვირის განმავლობაში. მე ვაკუუმში ვიყავი და არაფერი მეწერა ფურცელზე. მაგრამ ეს ხასიათია. მე არ შემიძია რუტინა. კოშმარია.

როგორ ახერხებთ სცენარის აწყობას?

დავიწყე დაგეგმვა ჩონჩხიდან. ”მთვარის ფავორიტებისას”, ორი სიძნელე იყო: პირველი,  უნდა მომენახა გზა, რომ ყველა პერსონაჟი გამოჩენილიყო მუდმივად, რომ აუდიენციას მხედვლეობიდან არ დაეკარგა. და მეორე, მე ყველა მათგანისთვის უნდა მიმეცა თავისი დამახასიათებელი ისტორია, მიუხედავად იმისა, ეს ისტორია საყურადღებო იყო თუ არა.
ეს თამაშივითაა:  შენ უნდა აირჩიო, რა პრინციპით ამოატრიალო კარტები.
რადგანაც უკვე მქონდა მონახაზი,  ვამუშავებდი ყველა სცენას. ყველას ფაბულის ირგვლივ. ეს ის დეტალებია, რომლებმაც გააცოცხლეს ფილმი - სხეული ჩონჩხზე. თანდათან ვამატებდი იმ პატარა დეტალებს, რომლებიც მომწონს, რომლებიც გადაღების მუღამს მაძლევენ.


მე უფრო ამ ხერხით ვაკეთებ სცენარს და არა ვაგებ სწორხაზოვნად, როგორც მოთხრობას...ჩემი მეთოდი უფრო ახლოსაა მუსიკის წერასთან. მათემატიკასთან. მე ხშირად ვიყენებ მათემატიკურ მეთოდებს. განსაკუთრებით, ორ მოცემულ პუნქტს შორის უმოკლეს გზას. ადამიანები ვინც სწავლობდნენ ხელოვნებას, ქმნიან უმაგრეს დამაკავშირებელ რგოლებს ამ პუნქტებს შორის.მაგრამ ალგორითმის გამოყენება, რომელიც დისციპლინაა თავისთავად, ამის ორგანიზების უკეთეს შესაძლებლობას გაძლევს.

 

მიგაჩნიათ  რომ ”გიორგიბისთვის,”, ”იყოშაშვი მგალობელის”, ”პასტორალის” მერე, ასეთი სახის ფილმები თქვენთვის საკმარისია? ”მთვარის ფავორიტები” ძალიან განსხვავებული მანერითაა აგებული.

შეიძლება. ამ შემთხვევაში მე ნაკლებად მაინტერესებდა ნარატიული თანმიმდევრულობა, რომელიც  ფოკუსირდება ან ერთ მთავარ გმირზე, ან ჯგუფზე. და მგონია, რომ გავაკეთე ყველაფერი რაც შემეძლო, სპეციფიკური სოციალური ჯგუფების ჩვევებისა და მორალის აღსაწერად. ”გიორგობის თვეში” ურთიერთობა მქონდა ქარხნებთან, ”შაშვში” ქალაქთან და მის ინტელიგენციასთან, ”პასტორალში” სოფელთან და სოფლელებისა და ქალაქელების ურთიერთობების კოფლიქტთან.

ასე რომ ამ ფილმით, მსურდა გამომეკვლია ჩემი საკუთარი გამოცდილებები და შეხედულებები. მე ორმოცდაათი წლის ვარ და დროა რაღაცებს სერიოზულად ჩავუფიქრდე/. ამან მიკარნახა ”მთვარის ფავორიტების” ფორმა. თუ თქვენ განიხილავთ თანამედროვე კულტურის დაცემას, ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ ინდივიდუალურობის გაზრდით. თუ გამოხვალ სოციუმიდან, იქნები მარტო, და სიცარიელის ამოსასვებად, შენ უბრუნდები მატერიალურ ობიექტებს. ხალხი ურთიერთობს ერთმანეთთან თავიანთი საკუთრებით, და ეს ქმნის განხსვავებულ სოციალურ დონეებს. ადამიანებს შორის ბარიერები არ იქმნება მათი განსხვავებული შეხედულებებით, იმიტომ რომ თავად ეს შეხედულებები განპირობებულია სხვადასხვა სოციალური დონეებით, რომლებსაც ადამიანები თავიანთ თავს მიაკუთვნებენ. ის ფაქტი რომ ადამიანები გაურბიან სხვებს, ისევე როგორც საკუთარ თავს სერიოზული პრობლემაა., მაგრამ ყველაზე კარგი გზა კომედიაა. ჰოდა სურათიც ირონიულია, აბსურდული. აზრი ის იყო რომ ჩვენ ამ სამყაროს ვტოვებთ ხელცარიელნი და სინანულით სავსე. შეიძლება ეს მართალი არაა, მაგრამ შეცდომების მონანიება ჩვენთვის მონიჭებულ უკანასკნელ წამს, კარგი რამეა. ჩვენ გვინდოდა ამ შეცდომების ანალიზის ჩაბარება./


ამან გიბიძგათ გამოგეყენებინათ ქურდობა, როგორც სიცოცხლის მეტაფორა?

ქურდობა არის ინდივიდუალურობის შედეგი. რაც მეტს იპარავ, მით უფრო გავიწყდება რომ შენ ჰპარავ ვიღაც სხვას. მთელი კონცეპტი აბსტრაქტული ხდება. ქურდების ჯაჭვი  მთავარი ხაზია ფილმში, და მათი თვალყურის მეშვეობით ჩვენ ვიგებთ ვინ დამარცხდა ფილმის ბოლოს.როდესაც ობიექტი- ან ქალი, ან კაცი- იცვლის პატრონს, ის ფუჭდება. ასე რომ რაღაცები იმტვრევა, ხალხი კი უფრო ცივი, და სასოწარკვეთილი ხდება.


თქვენ უფრო ქურდების მხარეს ხართ, ვიდრე მესაკუთრეების.

ყველა მონაწილეობს ქურდობაში , მაგრამ პროფესიონალი ქურდები არიან ნაივურები, უბრალოები და პირდაპირები. ხალხს, რომელიც იპარავს,  სჯერათ რომ მას რამე მნიშვნელობა აქვს, მაშინაც კი როდესაც არ აქვს. ისინი ჩემი მგალობელი შაშვის მოწინააღმდეგეები არიან.

 

თქვენ თავად ხართ ქურდი. თქვენი ფილმი ძალიან პერსონალურია , თანმიმდევრული. და მაინც თქვენ ბრაკონიერობთ ტატისგან, ბრესონისგან, კლერისგან და გოდარისგან. როგორ გადაანაწილეთ საფრანგეთი თქვენი კინემატოგრაფიული მახსოვრობიდან და საფრანგეთი რომელსაც ხედავთ?


ადამიანი მხოლოდ თავად არ არის პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე. ჩვენ ყველა შედეგი ვართ, იმ მოვლენების რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მე ვარ ის ვინც ვარ, ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის , რომლებმაც გამზარდეს და ჩემი მშობლების გამო. მათი არ ყოფნაც კი იყო მაგალითი, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე მათი ყოფნა. ასევე იყვნენ მეზობლები, მეგობრები, მასწვლებლები, ინტელექტუალები, რომლებთანაც ვატარებდი დროს უნივერსიტეტში. ასეთი ადამიანები ახდენენ გავლენას ადამიანზე- ისევე როგორც წარსულის ფიგურები, ჩემს შემთხვევაში - პუშკინი,მოცარტი, რაბლე , და ჰომეროსი. ისინი გეხმარებიან მეგობრებისა და საყვარლების არჩევაში, და გეხმარებიან იპოვნო არსი. ჩემი აზრით, არსებობენ ორი სახის ადამიანები - ისინი, ვისთანაც საჭმელს  გავიზიარებ, და ისინი ვისაც ავერიდები, ბოდიშის მოსახდელად გამოვიყენებ სამუშაოს ან რამე სხვას. ამ გადმოსახედიდან, მე არ მიმაჩნია ფრანგული კინო ძალიან მომხიბვლელად, განსაკუთრებით ბოლო წლების. არიან ისინიც, ვისთანაც კულტურულად ძალიან ახლოს ვგრძნობ თავს, მაგალითად   ვიგო, რენე კლერი, კარნე, რენუარი, ტატი, და ბრესონი. მაგრამ არა ყოველთვის: ”საუზმე ბალახზე”  სულელური და დეპრესიულია, მაგრამ რენუარის ზოგი ფილმი გენიალურია.

თქვენ ხშირად ათამაშებთ ფილმებში მეგობრებს და არა პროფესიონალ მსახიობებს.

თქვენ ხშირად ათამაშებთ ფილმებში მეგობრებს და არა პროფესიონალ მსახიობებს.

 

ჩემი მიზანია შევქმნა სამყარო რომელიც იქნება  განუმეურებელი, და გამოვყო ის დანარჩენი კინემატოგრაფიული სამყაროსგან. თუ მე ვათამაშებ პროფესიონალ მსახიობებს, ისინი ჩემს ფილმს მათ სამსახიობო ისტორიას დაუკავშირებენ , მათ მეთოდებს , მათ სავაჭრო ნიშნებს . განსაკუთრებით თუ ბევრი აქვთ ნამუშევარი, ცნობილები არიან და იწვევენ  სხვადასხვა ასოციაციებს. ეს აფუჭებს  ფილმს. ეს აღარ არის ჩემი პერსონაჟი - ეს კატრინ დენევია, რომელიც თამაშობს ჩემს პერსონაჟს, ეს ბელმონდოა, რომელიც თამაშობს ქურდს, და ასე შემდეგ. მე ვზღუდავ მსახიობის წარმოდგენებს უბრალო მოძრაობებისა და მოქმედებების გადაღებით. არ არის დრამა და ცრემლები, ფსიქოლოგიური ძიებები. მე ვცდილობ გამოვხატო ვნება და ემოცია ფილმის განსხვავებულ ნაწილების კონტრასტით, ვიყენებ უფრო დაპირისპირებებს, ვიდრე ფსიქოლოგიურ ამოხსნებს.
კინო ზედაპირული ხელოვნებაა, ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ იმას რაც ზედაპირზე ხდება, ჩვენ არ შევდივართ ადამიანების გონებაში. ეს ლიტერატურის ძალაა. არაა სასიამოვნო  როდესაც კინო ცდილობს სიღრმეში წასვლას, იღებს ახლო ხედს, ინტიმური სცენის გადასაღებად, იმის, რასაც ხალხი მალავს. შეუძლებელია ყველაფერს თავი აარიდო, მაგრამ ვფიქრობ დისტანცირება აუცილებელია. იმის გაგების სურვილი, თუ როგორ ცხოვრობენ მეზობლები არის წვრილი ბურჟუაზიის მოტივი- აი ამიტომ დადიან ისინი კინოში, დაინახოსსხვების ჭუჭყი და სისხლი. პროდიუსერებმა იციან რა არის საჭირო ბილეთების გასაყიდად. მე მირჩევნია მოვლენათა ზედაპირზე დავრჩე, როდესაც ვიღებ.


ვცდილობ რაც შეიძლება მეტ არაპროფესიონალთან ვიმუშავო. შემიძლია. მე ვთხოვ მაწანწალას გააკეთოს ის, რასაც აკეთებს ყოველ დღე, ის უბრალოდ უნდა იყოს საკმარისად ნიჭიერი გააკეთოს იგივე კამერის წინ, და არ გაშეშდეს. მე მიფიქრია, რომ მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ თამაში ისე, რომ არ იყვნენ მსახიობები, და ასე ვათამაშე სოფლის უამრავი მკვიდრი მაგრამ მერე აღმოვაჩინე ასობით ფრანგი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება . მე მიკვირს, რომ ბრესონის ფილმებში მოყვარულები ცოტა დაძაბულები და უსიცოცხლოები სჩანან, თითქოს რეჟისორი მათ უკან დგას და უთვალტვალებს.

როგორ პოულობთ მსახიობებს?

ისინი ჩემი მეგობრები არიან, ვიცოდი რომ თამაშს შეძლებდნენ. მშვიდი და ყრუადღებიანი უნდა იყო მათთან, იმიტომ რომ მათ არ აქვთ გამოცდილება კამერის წინ თამაშის, ასე რომ უნდა მოადუნო, შემდეგ კი აქა-იქ ”ფერებით” უნდა ამოავსო მათი პერსონალურობა. მოსწონთ ამის კეთება, იმიტომ  რომ მათთვის ეს თამაშია, გართობა. ჯგუფი უნდა იყოს მშვიდი და მომღიმარი, გადაღება რომ მხიარული გამოვიდეს, ცინიკური არავინ არ უნდა იყოს.

შეცვალეთ რამე დიალოგებში მსახიობების არჩევის შემდგომ?

დიალოგები ფილმში ძალიან პატარა როლს თამაშობს. ჩვენ ვიცოდით რის შესახებაც ლაპარაკოდნენ. ეს ფაქტიურად რუბატოა- იმპროვიზაცია მოცემულ თემაზე. არავის არაფერი დაუზეპირებია, სიტყვები ბუნებრიად მოდიოდა. მაწანწალას არ შეეძლო გაემეორებინა ერთი და იგივე  ორჯერ, მან უბრალოდ იცოდა რის შესახებაც იყო საუბარი, ამიტომ ამბობდა სწორ რაღაცებს.

იტალიაში რომ გადაგეღოთ ეს ფილმი, ხალხი და სიტუაციები განსხვავებული იქნებოდა?

შეიძლება უფრო ეგექტური ყოფილიყო. იტალიური ხასიათი ძალიან ჰგავს ქართულს. იქნებოდა უფრო თეატრალური, გიჟური. ვარჩევდი გერმანიაში ან ინგლისში გადაღებას, იმიტომ რომ რაც უფრო ცივა, მით უფრო მეტი სასპენსია.რაც უფრო მეტი ცერემონია და კარგი ყოფაქცევაა, მით უფრო უცხოა ფილმის ხასიათი.

 ეს ფილმი არ არის ისეთი მგრძნობიარე  როგორიც საქართველოში გადაღებული ფილმებია.

არ გეთანხმებით. ჩემი სხვა ფილმები, ჩემივე თანამემამულეებმა მიიჩნიეს როგორც ანტი-ქართული, მაგრამ გარედან დანახული, ისინი სინაზით აღსავსენი მოსჩანან. მე მრავალ ქვეყანას ვეწვიe, და საქართველოს ვხედავ აბსოლუტურად განცალკევებულს, როგორც კონსერვის ქილას, თუ ყველაფერი დანარჩენი გაქრება, შეგიძლია გახსნა ის და იპოვო  ხელუხლებელი რაღაცეები. მის საზღვრებში, შეგიძლია აღმოჩინო ცხოვრების ყველა განსხვავებული სტილი ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, და ეს ქმნის ჩვენს კულტურას. ყველაფერი დაკავშირებულია ომის ისტორიებთან და ეს ძალიან სერიოზულია. ბიჭს ზრდიდნენ კაცად რომ მომკვდარიყო გმირულად ბრძოლაში. ჩვენ არ ვაგზავნით იდიოტებს ფრონტის ხაზზე, არამედ კაცებს რომლებმაც იციან რისთვის უნდა მოკვდნენ. ასე რომ, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, და ეს მართლა არ შეცვლილა დროის მსვლელობასთან ერთად. კარგია ერთგულება. გაცემა ყველაზე დიდი სიამოვნებაა ცხოვრებაში. ყველა ცდილობს მიიპატიჟოს გამვლელი, ხილის მოგროვება გასაყიდად ან შესანახად ცუდია. და პატივისცემა ქალებისადმი,- რომელთა ბედი ცხოვრებაში უძნელესია,- არის ბუნებრივი., მართალია, რომ პირველი ქართული კონსტიტუცია, 1920ის, ქალებს თანაბარ უფლებებს აძლევდა. ეს ფასეულობები ტოტალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ვცდილობთ რომ მივაღწიოთ ყველგან მსოფლიოში. მაგრამ მე ვხედავ რომ ჩემი ქვეყანა თანდათან ხდება უფრო და უფრო ინდივიდუალისტური, და კულტურა ნელ-ნელა ეცემა. ”მთვარის ფავორიტების” გადაღება საფრანგეთში, იყო როგორც ”ფანტასტიკის გადაღება ჩემს ქვეყანაში. ეს მომავალი ელოდება საქართველოს. ”მთვარის ფავორიტების” პერსონაჟები ჩემი ძველი ფილმების პერსონაჟები არიან, იმ განსხვავებით რომ ისინი გახდნენ უბედურები. ისინი იტანჯებიან, რადგან ისე არ ცხოვრობენ როგორც საჭიროა. საფრანგეთში, ვნახე მეგობრების ჯგუფი რომლებიც წუხდნენ და მე გადავიღე ფილმი მათთან ერთად.
ეს უნდა იყოს მგრნობელობით სავსე. მართალია რომ  ძალზე დრამატული და ირონიულია, მაგრამ აქ არის იმედიც. პერსონაჟები დაკარგულები არიან, არ იციან სად მიდიან, რას აკეთებენ, რა არის მათი მიზანი. ფრანგულ კინოში, მე აღმოვაჩინე საშინელი სიცივე კოლუშისა და დე ფიუნესის ფილმებში,ისინი შეიცავენ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სიძულვივლს. მაგრამ როდესაც მაყურებელი სასტიკად იცინის, სიძულვილს ვეღარ ამჩნევენ. ვფიქრობ, თქვენ უნდა განასხვავოთ ერთმანეთისგან სუფთა სიყვარული და ულმობელი ხარხარი.


თქვენ რამდენჯერმე ჩამოხვედით საფრანგეთში მცირე ხნით. გრძნობდით განსხვავებას წლებს შორის? შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება მას შემდეგ რაც დიდხანს დარჩით ამ ფილმის გადასაღებად?

პირველად რომ ჩავედი, გაკვირვებული ვიყავი, რადგან ნანახი არ შეესაბამებოდა ჩემს წარმოდგენას. ვიგრძენი რომ საფრანგეთი რომელსაც ვიცნობდი ლიტერტურით, მხატვრობით და კინოთი- აღარ არსებობდა: ეს იყო წარმოდგენები 30იანების და ომის შემდგომი პერიოდის. მე წარმოდგენილი მყავდა ყველა- ბოზები, ხელოვანები,მაწანწალები, ფილოსოფოსები - ერთად მჯდარი კაფეში, მხიარული,  სტუმართმოყვარე სამყარო.  ვინახულე ყველა  ადგილი სადაც ეს კაფეები იყო, და ვიპოვე გამჭირვალე პლასტმასით ფრთხილად დაფარული ნახატები და ლექსები კედელზე, ეს სამყარო აღარ არსებობს. ხალხი მხოლოდ ჭამს, ჭამს, ჭამს... ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, ერთადერთი რაც დარჩა არის Closerie des Lilas,მაგრამ სნობურია და ცივი.  აღმოვაჩინე, სამწუხაროდ ისიც, რომ ფრანგებს არ აქვთ იუმორის გრძნობა, ისინი ყველაფერს ისე სერიოზულად იღებნ, ქმნიან არასაჭირო პრობლემებს, და წყინთ ყველა უმნიშვნელო რამ. უყვართ ჭორაობა, მაშინვე როდესაც ვინმე დატოვებს ოთახს, იწყებენ მასზე ცუდის თქმას. ეს ძალიან ცუდი საქციელია.

 

 

მაგრამ მე ვნახე ისეთი ადამიანებიც ვინც წყნარად რჩება სახლში, თავმდაბლობის გამო ან შეიძლება არც, ვინც ყველაფერს არ ითვლის, და ვინც ეგებება ხალხს გაშლილი გულით/ მაწანწალების გაცნობა ჩემთვის აღმოჩენა იყო.  ცოტა ხანი მათთან ერთად ვცხოვრობდი, და მივხვდი რომ ისინი ძალიან გულწრფელები არიან, სუფთა წარმოდგენა აქვთ ცუდზე და კარგზე/ მეჩვენება რომ ეს არის ერთადერთი სოციალური ჯგუფი, რომებიც არის აბოსლუტურად გულწრფელ;ი და თავისუფალი,  თუ არ ჩავთვლით იმას რომ მათ უწევთ მათხოვრობა გადასარჩენად. ყველაფერი რასაც გააკეთებენ , მერე განიხილავენ ხოლმე.

ვფიქრობ ფრანგების პრობლემა ის არის რომ ნაკლებად აქცევენ მშობლები ყურადღებას ბავშვებს.. სითბო, ბავშვური სითბო ნელ-ნელა ქრება,. ბავშვები იზრდებიან, ქორწინდებიან, ტოვებენ საკუთარ მშობლებს და მარტოები ხდებიან. ბაბუები და ბებიები, რომელთაც აქვს დრო და სურვილი მათ მიეფერონ, ასევე გამოყოფილები არიან ოჯახური ერთიანობიდან. ასე რომ თაობებს შორის არარსებული ხიდის გამო, ურთიერთობა უბრალოდ ცივია.

”მთვარის ფავორიტებში” შავ-თეთრი სცენები კინოს ოქროს ხანამ შთაგაგონათ?


დღეს ჩვენ გვგონია რომ რაღაცები ადრე უფრო კარგად იყო. ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არ არის. ინკვიზიცია, წამება,შიმშილი, ტირანია, გილიოტინა, უბედურება, ბატონ-ყმობა, როგორც რუსეთში, ეს ყველაფერი ადრე იყო. გვირჩევნია რომ ვიფიქროთ , რომ უწინ უფრო კარგი იყო, ალბათ მთელი ამ ტექნოლოგიური გასართობების არ არსებობის გამო. მაგრამ ის რომ ადრე მეტი დრო გვქონდა ერთად ცხოვრებისთვის, პიანინოსა და გიტარის დაკვირსთვის არის რაღაც, რაც უკეთ გამოგვდიოდა. წარსულის ჩვენებამ მისცა პერსპექტივა ფილმს. იგივე მსახიობები სჩანან წარსულისა და თანამედროვეობის სცენებში, მსურდა ამისთვის მეტად გამესვა ხაზი, მაგრამ ძალიან ცოტა დრო იყო.

და მუსიკა?

მე მინდოდა გამომეყენებინა ძველი ფრანგული სიმღებები, რომანტიკული სიმღერები 1920ანიდან და როსინის კვარტეტები. კომპოზიტორი ნიკოლა ზურაბიშვილი ძალიან ნიჭიერია და მან დაწერა სამი თუ ოთხი ნაწილი ჩემთვის, მათ შორის ვალსიც.  ის მიხვდა რასაც ვეძებდი, ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. რეჟისორსა და კომპოზიტორს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნინო როტას გავლენა ფელინის ფილმებზე უზარმაზარია, სწორედ მან მიანიჭა ფილმებს ერთის მხრივ სევდიანი, მეორეს მხრივ პაროდიული ასპექტები, მისი სიკვდილის შემდეგ, ფელინიმ გადაიღო ”და გემი მიცურავს” , რომელიც მართლა დეპრესიული და მოსაწყენია.
არ მიყვარს როდესაც ხედავთ მუსიკალური ნოტების დამუშავებას. მუსიკა რომლის გამოყენებაც მინდა უკვე დაწერილია. მე ვიყენებ მუსიკას რომელიც მეხმარება გამოვხატო ჩემი  თავი კულტურულად. მუსიკა არ უნდა იყოს რთული. ფოლკ მუსიკამ საუკუნეებს გაუძლო, ანუ ის საიმედოა და მას ვიყენებ. ზურაბიშვილი მიხვდა ამას და არ დასჭირვებია მუსიკალური სცენარი ორიგინალურობისთვის, მასაც ურჩევნია პოპულარული მუსიკა.

 

როგორ ითანამშრომლეთ თქვენს ოპერატორთან, ფილიპ თეოდორთან?

მას ჩემთან ნამუშევარი ჰქონდა ”კინემატოგრაფის წერილის” და ”ეუსკადის” გადაღებისას. ის, როგორც წესი, დოკუმენტურებზე მუშაობს. მე არ მსურდა არანაირი გართულებული გამოსახულებები, რადგანაც ვიცოდი რისი გაკეთებაც მინდოდა. მე მჭირდებოდა ისეთი დამჯერი ტიპი, ვინც უბრალოდ გადაიღებდა. ის საქმეზეა კონცენტრირებული, არ ბურღავს ტვინს რჩევებით, არ მიაჩნია რომ დაჯილდოვებულია ხელოვანის ტემპერამენტით, ეს აადვილებს ფოკუსირებას. ზოგიერთი ოპერატორი დაბრკოლებებს ქმნის, იძლევა რჩევებს რაღაც უცნაური კადრების გადაღებისთვის. მე არ მიყვარს ”ბრწყინვალე კადრები”, კინო არ არის მხატვრობა. ”ბრწყინვალე კადრები კლავს იმპულსს. როდესაც უყურებ ეიზენშტეინის ივანე მრისხანეს, უფრო მეტად გაინტერესებს გამოსახულებები ვიდრე სიუჟეტი.

ბევრი დუბლი გადაიღეთ?


არა, ძაან ცოტა. ყველაზე ხშირად ორი ან სამი. ვიღებდი 20 სცენას დღეში. თუ ყველაფერი ნათელი და უბრალოა. გადაღება ადვილია. ეს ფილმი შეიძლება წარმოუდგენელი ფული დამჯდარიყო, მაგრამ მაგრამ ჩვენ კარგად გავწერეთ  დრო, ჯგუფი იყო პასუხისმგებლიანი და მოხერხებული. ზოგმა საერთოდ არ იცოდა როგორ ემუშავა. მე აღმოვაჩინე ფენომენი, რომლის შესახებაც საქართველოში არაფერი ვიცოდი- ხალხი რომელიც კინოში მუშაობს, როგორც მოსამსახურე. ჩემს ქვეყანაში, მე შემიძლია დავეყრდნო ხალხის სიყვარულს კინოს მიმართ, მაგრამ აქ ეს ძალიან იშვიათია.პროფ-კავშირები ყველაფერს ანადგურებენ. ვიღაც ვინც მუშაობს კინოში იღებს უფრო მეტს, ვიდრე ვინც მუშაობს რენოსთვის, ეს უსამართლობაა. მე ხუთჯერ ნაკლებს გამოვიმუშავებ, მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა, ეს ჩემი ფილმია და მას მე უფფასოდაც გავაკეთებ. საფრანგეთში კინო-სპეციალისტები როგორც წესი უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვენ. საქართველოში, ისინი თვეში დაახლოვებით 100 რუბლს იღებენ, მაგრამ მათ იციან რომ მეტის გამომუშავება არ შეუძლიათ და მოთხოვნებიც აღარ აქვთ. შენ მიჰყავხართ სამუშაოზე, შენი სიყვარულის გამო სამსახურის მიმართ. როდესაც მამოძრავებელი ძალა ფულია, დამოკიდებულებები იცვლება. კიდევ რაც მნიშვნელოვანია საქართველოში, ყველა სვამს, გადაღების დროს და მერეც. ანუ შენ ყოველთვის მხიარულად ხარ. ეს აქ არ ხდება.
გახმოვანებამაც გამაკვირვა. მე მომიწია მუშაობა ხმის ოპერატორთან, რომელიც პროფესიონალად მიიჩნევა. მაგრამ რა არის გახმოვანება?>  დიდი გამაძლიერებელი უამრავი ღილაკით. ბრტყელი , მახვილი, სხვადასხვა ხმით, თექვსმეტი მწკრივით. სულ ესაა. ადამიანები ვინც მუშაობს გახმოვანებაზე მიიჩნევენ მას ძალიან საიდუმლოდ, და არ გაძლევენ საშუალებას შეეხო ღილაკებს - მხოლოდ მათ იციან რა გააკეთონ. ეს სისულელეა- მთელი ჩემი ცხოვრება მე ვახმოვანებდი ჩემს ფილმებს და ამას ბრწყინვალედ ვაკეთებდი. მაგრამ სანამ ხმის ოპერატორი მიხვდა რა მინდოდა, შეასწორა, მერე მე შევასწორე, იმდენი დრო დაიხარჯა. თან როდესაც არ აქვს ფილმი ნანახი და აზრზე არაა რას აკეთებს. მაგრამ მაგრად გაუსწორდა 1000 ფრანკი საათში. მე მომიწია ყველაფრის გაკეთება მასთან ერთად. არაფერი გამოვიდა, და დავიწყე ყველაფერი თავიდან სხვა სპეციალისტთან ერთად. და მესამე ცდაზე გამოვიდა. ფრანგი სპეციალისტებს მოსწონთ კარგად გასაგონი ხმები ყოველთვის, ემოციურად დატვირთული მუსიკის ჩუმი ბზუილი  და კარისა და მანქანის ხმამაღალი ბღუილი.  აი ესაა ის, რისი გაკეთებაც ამ ბრწყინვალე სპეციალისტებს შეუძლიათ, მათ დაკარგეს კავშირი საკუთარ სამუშაოსთან.

მონტაჟის შემთხვევაში, შევძელი გამემარჯვა ფრანგულ გამოცდილებასთან. ჩვეულებრივ, მონტაჟიორი ზის მაგიდასთან და დირექტორი დგას მის უკან. ის კარნახობს მას პაუზას და დაწყებას, და ეკითხება მის აზრს, მაგრამ მხოლოდ ის ამონტაჟებს. კიდევ ერთი დიდი საიდუმლო. მე უნდა შევეხო და დავამონტაჟო თვითონ, და ჩემმა მონტაჟორმა გაიგო და დამეთანხმა., ჩემთვის, მონტაჟიორი არის მეგობარი რომელიც მესაუბრება, და არა ის ვინც ჭრის, როდესაც მე სხვაგან ვარ.

იგივე ხდება სცენარისტებთანაც?

დიახ, ჟერარ ბრაკი იყო პირველი და უმთავრესი ვისთან საუბარიც გამისწორდა. ის ძალიან დამეხმარა, რადგან მან იცოდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო საფრანგეთში და რა არა. მაგალითად, ჩემს ორიგინალ სცენარში იყო უამრავი ქრთამი, როგორც საქართველოში. ქრთამი არსებობს ქვეყანაში, სადაც ყველა კორუმპირებულია, და ამიტომ არავის ეშინია. ეს ნდობის ფორმას ქმნის, რადგან შენ იცი რომ ვერავინ გამხილებს. პირველად როდესაც გავიარე წითელზე პარიზში, და პოლიციელმა გამაჩერა, 100 ფრანკი დავაძრე. საბედნიეროდ ვერაფერს მიხვდა, გაოცებული იყო, და უბრალოდ იფიქრა, რომ ფული  შემეშალა საბუთებში!

ვენეცია, 1984 წლის 5 სექტემბერი.